მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვფიქრობთ, სტუდენტებისთვის „მწვანე პასპორტების“ აღება საინტერესო გახდება - გაბუნია

618936ce4cd80
ინგა მურუსიძე
08.11.21 22:35
268
ვფიქრობთ, ახალი შეზღუდვებით სტუდენტებისთვის „მწვანე პასპორტების“ აღება საინტერესო გახდება, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ bm.ge-ს კითხვას, თუ რატომ არ ამოქმედდა „მწვანე პასპორტების“ ღონისძიება უნივერსიტეტებსა და სკოლებში.

„სახელმწიფოს ვალდებულებად რჩება მასწავლებლების ტესტირება. ვაქცინაციის პროგრამაშიც ერთვებიან. ზოგადად, მასწავლებლებში ვაქცინაციის მოცვა დაბალია, თუმცა ასე თუ ისე ერთვებიან. სტუდენტებს რაც შეეხება, ვაქცინაციის ტემპი დაბალია, მაგრამ ვფიქრობთ, სპორტულ დარბაზებში, კინოებში წასვლის საკითხი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ჯგუფებისთვის. სოფლის მოსახლეობისთვის მწვანე ინტერვენციები უფრო ნაკლებად საინტერესოა ალბათ.

ვიდრე ეპიდემიოლოგიური რისკები იქნება, როგორც ექიმები ვერ გამოვლენ სახელმწიფოს ვალდებულებისგან, ისე იქნება სკოლაც. „მწვანე საშვებიც“ რომ შემოვიდეს, ტესტირება მასწავლებლებისთვის მაინც უფასო იქნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები