მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, წელს საკრედიტო აქტივობა 15%-თან ახლოს შენარჩუნდება - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი

ვფიქრობთ, საკრედიტო აქტივობა 15%-თან ახლოს შენარჩუნდება წლის განმავლობაში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა bm.ge-ის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„საკრედიტო აქტივობა დეკემბერში იყო 17%, ხოლო იანვარში იყო 15.9%. აქტივობა საკმაოდ მაღალია, ვერ ვიტყვით, რომ რაიმე კლება გვაქვს. ჩვენ წლის განმავლობაში დაახლოებით ამ ტემპს ველით. კი, რაღაც რეგულაციები შევცვალეთ, მათ შორის უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებასთან დაკავშირებით, თუმცა მეორე მხრივ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ვამცირებთ. ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ წლის განმავლობაში საკრედიტო აქტივობა დაახლოებით ამ დონეზე, 15%-თან ახლოს შენარჩუნდება, რაც მიმდინარე ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით ჯანსაღად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა უტიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები