მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვგეგმავთ მეტად გავამკაცროთ სამშენებლო რეგულაციები - პრემიერი

6164151fc32a3
ვიქტორია მღებრიშვილი
11.10.21 14:38
920
საქათველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სამშენებლო რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ისაუბრა.

„ჩვენ ვგეგმავთ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები და მშენებლობის ნებართვის პროცედურები მკაცრად უნდა გაკონტროლდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახები ხელისუფლების მხრიდან საცხოვრებელ ბინებსა და ფულად კომპენსაციებს მიიღებენ.

„აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ცენტრალური ხელისუფლება მას გვერდით დაუდგება, იმისთვის რომ ყველას საკუთრებაში გადაეცეს საცხოვრებელი ბინები და ფულადი კომპენსაციები, რათა მათ საცხოვრებლებში შესაბამისი პირობები შეიქმნან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები