მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვგმობთ ძალის გადამეტებულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ - ვედანტ პატელი

ვედენტ პატელი

ჩვენ ვგმობთ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას დემონსტრანტების წინააღმდეგ და შეშფოთებული ვართ ჟურნალისტების დაკავების, მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მკაცრად დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

„ჩვენ ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ვგმობთ. ისინი ცდილობენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება გამოიყენონ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის შესაძლებლობა. აშშ ჟურნალისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმის შესახებ ცნობებით ღრმად შეშფოთებულია, გვჯერა, რომ თავისუფალი პრესა დემოკრატიული სისტემის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ საპროტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი უზრუნველყონ და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები მკაცრად დაიცვას“, - განაცხადა ვედანტ პატელმა.

შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები