მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვგმობთ „ოცნების“ მხრიდან აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას - გერმანიის საგარეო უწყება

სს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ „აგრესიულ რიტორიკას“ და „უსაფუძვლო დაბარებას“. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით.

“ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ რიტორიკას საქართველოში გერმანიის ელჩის მიმართ და მის დღევანდელ უსაფუძვლო დაბარებას. ელჩი წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას და მოქმედებს ვენის კონვენციის სრული დაცვით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.

გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ეს პირველი შემთხვევაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები