მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიდეო თამაშების ჰაბად ტრანსფორმაციისათვის საუდის არაბეთი $38 მილიარდს დახარჯავს

642e8288a3ac6
გიორგი თოლორდავა
07.04.23 00:05
655
საუდის არაბეთის მთავრობა მორიგ ამბიციურ მიზანს ისახავს - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 38 მილიარდი დოლარი გამოიყოფა, რათა ქვეყანაში ვიდეო თამაშების ინდუსტრია განვითარდეს და საუდის არაბეთი ერთგვარ ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.

მრავალმილიარდიანი ინვესტიცია მოიცავს როგორც ვიდეო თამაშების მწარმოებელი ადგილობრივი სტუდიების გახსნას, ასევე ქვეყანაში წამყვანი გეიმინგ კომპანიების მოზიდვას, მათ შორისაა: Electronic Arts, Activision-Blizzard, Nintendo და Tencent.

გარდა ამისა, საუდის არაბეთში იგეგმება კიბერსპორტის ხელშეწყობა და მსოფლიო მასშტაბის eSport ტურნირების ორგანიზება.

გლობალური გეიმინგ ინდუსტრია ამჟამად დაახლოებით 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და მისი მოცულობა თითქმის ყოველწლიურად იზრდება, ამ ყველაფრის ფონზე კი, ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულ სახელმწიფოს საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება და ახალ ინდუსტრიებში თავის დამკვიდრება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები