ეროვნული ბანკის და ვიზა-ს ერთობლივი პროექტია - ფინანსური ფეხბურთი - ვიდეოთამაში, რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკი ვიზა-სთან ერთად, მიზნად ისახავს, მოთამაშეების ფინანსური განათლების დონე გაზარდოს. თამაში მართლა ძალიან აზარტულია. ირჩევთ დონეს, პასუხს სცემთ კითხვას, თუ თქვენი პასუხი სწორია, თქვენი მოთამაშე წინ მიიწევს, თუ გეშლებათ, მოწინააღმდეგე ბურთს გართმევთ, თუ თანაბარ შედეგებს აგროვებთ, პენალტების სერია გელოდებათ - როგორც ნამდვილ ფეხბურთში.


































