მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიეტნამში ტაიფუნ "იაგის" შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 250-ს აღემატება

იაგი

ვიეტნამში ტაიფუნ "იაგის" შედეგად გამოწვეულ მეწყერსა და წყალდიდობას 254 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ უწყებებზე დაყრდნობით იტყობინება.

მედიის ინფორმაციით, ვიეტნამი წლის უძლიერეს შტორმს ამ დრომდე ებრძვის, რამაც ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მეწყერი გამოიწვია.

სტიქიის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ციკლონის შედეგად დაზიანდა 820 ადამიანი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 82.

ამ დრომდე ეძებენ 41 ადამიანს, რომლებიც სამშაბათს, სოფელ ნუში წყალმოვარდნის შემდეგ გაუჩინარდნენ. წყალდიდობამ სოფელში არსებული 37-ვე სახლი წაიღო. დასტურდება ამ სახლებში მცხოვრები 46 ადამიანის გარდაცვალებაც.

115 დაკარგული ადამიანი იპოვეს და უსაფრთხოდ დააბრუნეს კიდევ ერთ სოფელ ლაო ჩაიში, სადაც სტიქიის გამო ორი დღის განმავლობაში არ მუშაობდა ელექტროენერგია და სატელეფონო კავშირი.

სტიქიით გამოწვეული ზიანი ათობით ათას ადამიანს შეეხება. ქვეყნის მასშტაბით სრულად აღსადგენია სკოლებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურაც, სადაც 2 მილიონამდე ბავშვი ირიცხება.

UNICEF-ის გამოთვლებით, $15 მილიონამდე თანხაა საჭირო სტიქიით დაზარალებული ბავშვებისა და მათი ოჯახების კრიტიკული საჭიროების დაკმაყოფილებისთვის.

რაც შეეხება ზიანის მოცულობას, სადაზღვევო კომპანიებში ზარალის აღდგენის მოთხოვნით $285 მილიონზე მეტი ღირებულების განცხადება შევიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები