მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიხილავთ, რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა შეაკავოს - ტიმ კეინი

ტიმ კეინი

აშშ-ის დემოკრატი სენატორი ტიმ კეინი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე.

მან "ამერიკის ხმასთან" განაცხადა, რომ მომავალში ვიხილავთ, კონკრეტულად, რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომელიც ევროპაზე არიან ფოკუსირებული, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. კონკრეტულად, რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ,“ - განაცხადა ტიმ კეინმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები