მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვიმედოვნებ, შევიმუშავებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ბიზნესისთვის მისაღები იქნება" - სოლომონ პავლიაშვილი პლასტიკის პარკების რეგულირებაზე

სოლომონ პავლიაშვილი

"ვიმედოვნებ, კოორდინირებული თანამშრომლობით შევიმუშავებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ბიზნესისთვის მისაღები და სახელმწიფოსთვის აღსრულებადი იქნება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პარკების მწარმოებლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ცნობისთვის, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის დადგენილება, რაც სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, პლასტმასის ნარჩენებით, მათ შორის პლასტიკის პარკებით დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სახელმწიფომ პლასტიკის გამოყენების შემცირების მიზნით დაიწყო რეფორმა, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

„გადაწყვეტილებას შესაბამის ბიზნესექტორთან თანამშრომლობით და კონსულტაციებით ვიღებთ. მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებებიც; მოგეხსენებათ, მიერთებული ვართ მაღალი ამბიციის კოალიციას, ასევე ნულოვანი ნარჩენების ინიციატივას, რაც სურსათთან მიმართებაში პლასტიკის გამოყენების მაქსიმალურად შემცირების პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ვიმედოვნებ, კოორდინირებული თანამშრომლობით შევიმუშავებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ბიზნესისთვის მისაღები და სახელმწიფოსთვის აღსრულებადი იქნება“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

ვინ არის პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის TOP 10 იმპორტიორი, რომლის რეალიზაციაც 1-ელი იანვრიდან იკრძალება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები