მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვიმედოვნებ,ერთობლივი ძალისხმევით, ეკონომიკურ კავშირს ავიყვანთ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე - ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

ომერ ბოლათი

"ქართული ოცნების" არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს ომერ ბოლათს შეხვდა.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთის ინტენსიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

არსებული რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, ჩვენს ქვეყნებს შორის ეფექტიანი სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და სანდო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ეკონომიკურ ურთიერთობებს ავიყვანთ კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

როგორც ადმინისტრაცია წერს, შეხვედრაზე მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მოწოდებულია ხელი შეუწყოს მშვიდობის, სტაბილურობისა და ნდობის დამკვიდრებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიალოგის, დიპლომატიისა და თანამშრომლობის გზით.

გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილეები და საერთაშორისო შეთანხმებებისა და ევროკავშირის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო საქართველოს მხრიდან, ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი და ყაველაშვილის მრჩეველი დაესწრნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები