მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან 2021 წლის უმდიდრესი ოჯახები

614b2b1954098
თათია კაკიაშვილი
23.09.21 00:33
896
2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ოჯახების რეიტინგის სათავეში უოლტონები გვხვდებიან, რომლებიც მსოფლიოს უმსხვილეს საბითუმო და საცალო ქსელ Walmart-ის მფლობელები არიან. რაც შეეხება უმდიდრესი ოჯახების ათეულს, აქ გვხვდებიან: მარსები - კომპანია “მარსის” მფლობელები; კოხები - ამერიკული კორპორაცია “კოხ ინდასტრის” მფლობელები; ჰერმესების ოჯახი - ფრანგული მოდის სახლ “ჰერმესის” მფლობელები და ალ საუდის სამეფო ოჯახი.

ცხადია, მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების წლევანდელ რეიტინგში სხვებიც არიან:

რეიტინგის სათავეში რობი, ალისა და ჯიმ უოლტონები გვხვდებიან. ეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი - უოლტონების ოჯახია, რომლებიც უმსხვილეს საბითუმო და საცალო ქსელის Walmart-ის მფლობელები არიან. მათი შემოსავალი 238 მილიარდ დოლარზე მეტია. რაც შეეხება თავად კომპანია Walmart-ს, ის 1962 წელს ბიზნესმენმა სემ უოლტონმა დააარსა. დღესდღეობით ვოლმარტის მაღაზიების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 10.5 ათასს აღემატება; უოლტონის ოჯახი კი ქსელის აქციების 48%-ს ფლობს.

მეორე ადგილს კომპანია “მარსის” ოჯახური კლანი იკავებს. “მარსის” შექმნა ფრანკლინ კლარენს მარსის სახელს უკავშირდება, რომელმაც კორპორაცია 1911 წელს დააარსა. დღეს კომპანიას მთელი ოჯახი ფლობს და მათი ქონება თითქმის 142 მილიარდ დოლარს უტოლდება.

მესამე ადგილზე კოხების ოჯახია - ვაჟი - ჩეისი და მამა ჩარლზ კოხები - კოხის ინდუსტრიის თანამფლობელები არიან, რომელთაც ბიზნესი მემკვიდრეობით ხვდათ წილად. შედეგად, კოხების ოჯახის ამჟამინდელი შემოსავალი 124,4 მილიარდი დოლარია.

მეოთხეზე - დიუმა-ჰერმები -  აქსელ დიუმა ჰერმი ჰერმესის აღმასრულებელი დირექტორი და ჰერმეს-დიუმას ოჯახის მეექვსე თაობის წევრია; ხოლო პიერ ალექს დიუმა ჰერმი ჰერმესის სამხატვრო ხელმძღვანელი და კომპანიის დამფუძნებლის ტიერი ჰერმის შვილთაშვილი. ოჯახი ფრანგულ მოდის სახლ “ჰერმესს” ფლობს და მათი ქონება 111,6 მილიარდი დოლარია.

შემდეგი გახლავთ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი - საუდის არაბეთის მე-7 მეფე და ალ საუდის დინასტიის მეთაური. მისი ოჯახი მსოფლიოში უმდიდრესი ოჯახების რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებს და 100 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებას ფლობს.

უმდიდრეს ოჯახებს შორის მეექვსე ადგილ ნიტა და მუკეშ ამბანები - ოჯახური წყვილი იკავებს, რომელიც ინდური ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელია. ჰოლდინგი ნავთობის წარმოების და გადამუშავების მიმართულებით მუშაობს, ხოლო ამბანების ოჯახის ქონება - 93,7 მილიარდ დოლარს უტოლდება.

მეშვიდე ადგილზეა ჟერარდ და ალენ ვერტჰაიმერები არიან - ფრანგული მოდის სახლის - "შანელის" მფლობელები, რომელთა ქონებაც 61,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

მერვე ადგილს იკავებს ედვარდ ჯონსონ მესამე ამერიკული კომპანია Fidelity Investments-ის მფლობელი და აქტივების მმართველია. მისი შემოსავალი კი 61,2 მილიარდ დოლარს უტოლდება.

შემდეგი გახლავთ დევიდ ტომსონი, რომლის ოჯახიც მედიაკომპანია Thomson Reuters-ს ფლობს. ოჯახის ქონების ოდენობა 61,1 მილიარდი დოლარია.

დაბოლოს, ჰუბერტუს ფონ ბაუმბახი - გერმანული ფარმაცევტული კომპანია Boehringer Ingelheim-ის ერთ-ერთი მფლობელია. ბაუმბახების ოჯახი მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების რეიტინგში მე-10 ადგილზე გვხვდება 59,2 მილიარდი დოლარის ქონებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები