მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან ჩინეთის უმდიდრესი ადამიანები? - რეიტინგი

ჭონგ შანშანი

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმების შემდეგ, მსოფლიოს რიგით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფო საქართველოში ერთ-ერთ უმთავრეს განსახილველ თემად იქცა. ერთი მიმართულება, რომელიც ჩინეთთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალურია ინვესტიციებს უკავშირდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩინეთი კომუნისტური სახელმწიფოა, ყველა ჩინელი ანტრეპრენიორი თუ ბიზნესმენი, ასე თუ ისე, მაინც დაკავშირებულია ჩინეთის ხელისუფლებასთან. ამ ტენდენციის ნათელ მაგალითად ერთ დროს ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი, ჯეკ მა შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომელიც ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ისე დააზარალა, რომ ის არამხოლოდ ჩამოქვეითდა მილიარდერების რეიტინგში, არამედ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულადაც ითვლებოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ინვესტიციების განხორციელება, პოტენციურად, ჩინეთის უმდიდრეს ადამიანებს მოუწევს, ამერიკული Forbes-ის მონაცემებზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ მოგვეყოლა თუ ვინ არიან და რას საქმიანობენ ეს ადამიანები.

1. ჭონგ შანშანი - $64.8 მლრდ

სიმდიდრის წყარო: სასმელები, ფარმაცევტული
ასაკი: 68
ადგილი საერთო რეიტინგში: 17

ბევრი მილიარდერის მსგავსად, ჭონგ შანშანმა ადრეულ სტადიაზე თქვა უარო ფორმალურ განათლებაზე და სკოლიდან ჩინეთის “კულტურული რევოლუციის” დროს გამოვიდა. სხვადასხვა დროს, შანშანი მუშაობდა, როგორც მშენებლობაზე, ასევე მედიაში და გაყიდვების მიმართულებით, ხოლო მოგვიანებით, საკუთარი კომპანია, Nongfu Spring-ი დააფუძნა. შანშანის ეს კომპანია ბოთლის წყალს აწარმოებს და რეალურად, სწორედ ისაა მილიარდერის სიმდიდრის მთავარი წყარო. თუ 2020 წელს, შანშანის ქონებას ამერიკული Forbes-ი $2 მილიარდად აფასებდა, წელს, შანშანის ქონება $64.8 მილიარდერს შეადგენს, რაც Nongfu Spring-ის საფონდო ბირჟაზე დალისტვას უკავშირდება.

2. ჭანგ იმინგი - $45.0 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ByteDance
ასაკი: 39
ადგილი საერთო რეიტინგში: 26

ჭონგ იმინგი ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, ByteDance-ის დამფუძნებელია და დღემდე, კომპანიის 20%-იან წილს ფლობს. ეს კომპანია რამდენიმე ინდუსტრიაში ოპერირებს, მაგრამ მთავარი პროდუქტი, რომლითაც ByteDance-ი მსოფლიომ გაიცნო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი - TikTok-ია, რომელსაც გლობალურად მილიარდ ადამიანზე მეტი იყენებს. 2021 წლის ნოემბრამდე, ჭანგ იმინგი ByteDance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ეს პოსტი დატოვა. რამდენიმე თვით ადრე, იმინგი კომპანიის დირექტორობიდანაც გადადგა და არსებობს ვარაუდი, რომ ორივე ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის კომუნისტურ მთავრობას.

3. მა ჰუატენგი - $36.5 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ინტერნეტმედია
ასაკი: 51
ადგილი საერთო რეიტინგში: 36

მა ჰუატენგი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის, Tencent-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის დირექტორის თანამდებობას იკავებს, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. გარდა იმისა, რომ Tencent-ი ჩინურ სუპერ აპს, ე.წ. “ყველაფრის აპლიკაციას”, WeChat-ს ფლობს, რომელსაც 1.3 მილიარდი ადამინი იყენებს, Tencent-ის საკუთრებაში ვხვდებით ვიდეოთამაშების მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერების, ამერიკული Epic Games-ის საკმაოდ მსუყე წილსაც. ამასთან, Tencent-ი აქციებს ფლობს, როგორც ამერიკულ Tesla-ში, ასევე შვედურ Spotify-ში.

4. უილიამ ლეი დინგი - $34.5 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ონლაინთამაშები
ასაკი: 51
ადგილი საერთო რეიტინგში - 40

ვიდეოთამაშების, განსაკუთრებით კი მობილური ვიდეოთამაშების კუთხით, ჩინეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რომელშიც ეს ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. სწორედ ეს ინდუსტრია და მისი მასშტაბები განაპირობებს მობილური ვიდეოთამაშების მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერის, NetEase-ის დირექტორის, უილიამ ლეი დინგის მრავალმილიარდიან ქონებას, რომელიც, ოცი წლის წინ, ჩინეთის უმდიდრესი ადამინის ტიტულსაც ატარებდა.

5. კოლინ ჭენგ ჰუანგი - $31.7 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ონლაინვაჭრობა
ასაკი: 43
ადგილი საერთო რეიტინგში - 47

კოლინგ ჭენგ ჰუანგი კიდევ ერთი ტექნოლოგიური ანტრეპრენიორია, რომელიც ჩინეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში PDD Holdings-ის დაფუძნებით დაიმკვიდრა. ეს კომპანია, რომელსაც 2023 წლის თებერვლამდე Pinduoduo ერქვა, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინვაჭრობის პლატფორმაა. დღეს, ჰუანგი კომპანიის აქტიურ მმართველებს შორის აღარ ირიცხება, მაგრამ PDD Holdings-ის 28%-იან წილს მაინც ფლობს.

6. ჯეკ მა - $34.5 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ონლაინვაჭრობა
ასაკი: 58
ადგილი საერთო რეიტინგში - 64

7. ჰე შიანგჭიანი და ოჯახი - $24.8 მლრდ

სიმდიდრის წყარო: საყოფაცხოვრებო ტექნიკა
ასაკი: 80
ადგილი საერთო რეიტინგში - 67

8. ვანგ ჩუანფუ - $20.0 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ელექტრობატარეები, ავტომობილები
ასაკი: 57
ადგილი საერთო რეიტინგში - 85

9. ლი ერიკი - $19.9 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ავტომობილები
ასაკი: 60
ადგილი საერთო რეიტინგში - 88

10. ვანგ ვეი - $19.5 მლრდ

სიმდიდრის წყარო: ამანათების მიწოდება
ასაკი: 52
ადგილი საერთო რეიტინგში - 89

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები