მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან და რამდენი მრჩეველი ჰყავს მოქმედ პრემიერს?

კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციიდან BMG-სთვის მიწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ხუთი მრჩეველი ჰყავს.

ადმინისტრაცია ოფიციალურ წერილში წერს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებული არიან შესაძლებლობას, დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდონ, რადგან ეს განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას და მისი გაცემა დასაშვებია მხოლოდ ამ პირთა თანხმობით, რომლების ვინაობასაც არ ასახელებენ.

თუმცა, BMG-ის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის მრჩევლები არიან: ნიკო თათულაშვილი, ნინო იობაშვილი, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ახლად დანიშნული ზურა აბაშიძე და ზურა აბაშიძის ადგილას დანიშნული რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი გიორგი ქაჯაია.

ირაკლი კობახიძის 5 მრჩევლის კომპეტენციები კი ასეთია:

  1. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში;
  2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში;
  3. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში;
  4. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი;
  5. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, მას ოთხი მრჩეველი ჰყავდა, უცვლელი კომპეტენციებით. პირების ვინაობა ამ შემთხვევაშიც ზემო აღნიშნული მიზეზით არ საჯაროვდებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები