მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერები? - TOP 5

მმ

მცირე ასაკში მილიარდერად ქცევა არც თუ ისე ხშირია. მსოფლიოს მასშტაბით მილიარდერთა საშუალო ასაკი 66 წელია, ყველაზე ხანდაზმული მილიარდერი კი 102 წლისაა. მართალია, წარმატებული კომპანიების წყალობით, რამდენიმე 35 წლამდე ბიზნესმენმა უკვე შეძლო საკმაოდ ძვირად ღირებული ქონების დაგროვება, ახალგაზრდა მილიარდერთა უმრავლესობამ ეს ტიტული მემკვიდრეობით მიიღო.

მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი 19 წლის ბრაზილიელი ლივია ვოითია, რომლის ქონებაც $1.1 მილიარდადაა შეფასებული. ვოითის ბაბუა ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი კომპანია WEG-ის თანადამფუძნებელია, რომელშიც ახალგაზრდა მილიარდერი მცირე, 3.1%-იან წილს ფლობს.

კლემენტ დელ ვეჩიო ასევე 19 წლის მილიარდერია, რომელიც $4.7 მილიარდადაა შეფასებული. დელ ვეჩიოს შემოსავლის წყარო სათვალეების მწარმოებელი კომპანია Delfin-ია, რომლის 12.5%-საც ფლობს.

რეიტინგში მესამე ადგილს სამხრეთ კორეელი კიმ ჯანგ-უნი იკავებს - 20 წლის ბიზნესმენის ქონება $1.4 მილიარდადაა შეფასებული. კიმ ჯანგ-უნი ონლაინ თამაშების ინდუსტრიაში მოღვაწეობს და Nexon-ის 9%-იან წილს ფლობს. გარდა ამისა, კიმისა და მისი დის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს მათი მამის გარდაცვალებით, რის შემდეგაც გოგონებს მემკვიდრეობით NXC-ის 36.7%-იანი წილი ერგოთ.

$3.3 მილიარდადაა შეფასებული 21 წლის კევინ დეივიდ ლეიმანის ქონება, რომლის შემოსავალიც ფარმაცევტული კომპანიიდან გენერირდება. ლეიმანმა გერმანიის უმსხვილესი ფარმაცევტული ქსელის 50%-იანი წილი მამისგან 14 წლის ასაკში მიიღო. აღსანიშნავია, რომ მამა-შვილი ქსელის ოპერირებაში პირადად ჩართულები არ არიან. Drogerie Markt-ს ევროპის მასშტაბით 4 000 ფილიალი აქვს და 2023 წლის ფისკალური წლის განმავლობაში მისი შემოსავალი $17 მილიარდი იყო.

ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერების ხუთეულს კიმ ჯანგ-უნის უფროსი და კიმ ჯანგ-მინი ხურავს, რომლის ქონებაც 22 წლის ასაკში $1.4 მილიარდია. უმცროსი დის მსგავსად, ისიც 9%-იან წილს ფლობს ონლაინ თამაშების დეველოპერ კომპანია Nexon-ში, რომელიც მათმა მამამ, ჯიმ ჯანგ-ჯუმ, 1994 წელს დააფუძნა.

ახალგაზრდა მილიარდერების რეიტინგში ასევე ხვდებიან:

  • ლუკა დელ ვეჩიო - 22 წლის; Net Worth: $4.7 მილიარდი
  • რემი დესოლტი - 22 წლის; Net Worth: $2.5 მილიარდი
  • ზაჰან მისტრი - 25 წლის; Net Worth: $4.9 მილიარდი
  • დორა ვოიტ დე ასსი - 26 წლის; Net Worth: $1.1 მილიარდი
  • ფიროზ მისტრი - 27 წლის; Net Worth: $4.9 მილიარდი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები