გავლენიანმა ამერიკულმა ბიზნეს-გამოცემა Fortune-მა მსოფლიოს ყველა გავლენიანი 100 ბიზნესმენი დაასახელა.
სიის სათავეში მოხვდნენ ისინი, ვისაც არამარტო პერსონალური გავლენა აქვთ, არამედ შეუძლიათ განსაზღვრონ ინდუსტრიების მომავალიც კი. შესაბამისად, 100-ეულის ჩამოყალიბებისას მთავარი მათი ფინანსური მდგომარეობა არ ყოფილა.
სიაში პირველი, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს გენერალური დირექტორი, ჯენსენ ჰუანგია. მას მოჰყვებიან Microsoft-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სატია ნადელა და Meta-ს დამფძუნებელი და მმართველი, მარკ ცუკერბერგი. ხუთეულში ვერ, თუმცა ათეულში მოხვდნენ Google-ის, Youtube-ისა და Gemini-ს გამაერთიანებელი კორპორაციის Alphabet-ის გენერალური დირექტორი, სუნდარ პიჩაი და OpenAI-ს ხელმძღვანელი, სემ ალტმანი.
აღსანიშნავია, რომ ხუთი ყველაზე გავლენიანი ადამიანიდან 3 აზიური წარმომავლობისაა. ათეულში კი ამერიკაში დაბადებული მხოლოდ 4 პირი მოხვდა. რაც შეეხება ქალთა რაოდენობას, ათეულში ასეთი მხოლოდ ერთია - ამერიკული General Motors-ის ხელმძღვანელი მერი ბარა. ოცეულში კი მათ 5 პოზიცია უკავიათ.
ცხადია, სიის სათავეებთანაა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და აწ უკვე ყოფილი პოლიტიკოსი ილონ მასკიც, თუმცა მას კუდში მოჰყვება ელექტრომობილების წარმოებაში ჩინური კონკურენტის, BYD-ს ხელმძღვანელი, ვანგ ჩუანფუ.
რომ შევაჯამოთ, გავლენიან ბიზნესმენთა სათავეებთან ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანებელი თუ დამფუძნებლები არიან და მათი დიდი უმრავლესობა (8) ამერიკულ ბიზნესს უძღვება.
ათეულის სია კი ასეთია:
- ჯენსენ ჰუანგი - Nvidia (აშშ)
- სატია ნადელა - Microsoft (აშშ)
- მარკ ცუკერბერგი - Meta (აშშ)
- ილონ მასკი - Tesla, SpaceX, X (აშშ)
- ვანგ ჩუანფუ - BYD (ჩინეთი)
- სუნდარ პიჩაი - Alphabet (აშშ)
- რენ ჟენგფეი - Huawei (ჩინეთი)
- სემ ალტმანი - OpenAi (აშშ)
- ჯეიმი დაიმონი - JPMorgan Chase (აშშ)
- მერი ბარა - General Motors (აშშ)




























