საპარლამენტო უმრავლესობის ცვლილებასთან ერთად, ბრიტანეთში იცვლება მთავრობის მეთაურიც. მოქმედი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ტოვებს პრემიერ მინისტრის პოსტს და დაუნინგ სტრით ათის საპრემიერო რეზიდენციას, მის ადგილს „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი - სერ კირ სტარმერი დაიკავებს, რომელიც 61 წლის ინგლისელი იურისტი და პოლიტიკოსია, საკმაოდ შთამბეჭდავი პროფესიული კარიერით . სტარმერს, კრიმინალური სამართლის დარგში გაწეული სამსახურისა და ღვაწლისთვის მას ბრიტანეთის მონარქის მხრიდან რაინდის წოდებაც კი აქვს მინიჭებული.