მუკეშ ამბანი სიმდიდრით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, აზიაში კი პირველზე. ის 117 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და ინდოეთის უმდიდრესი ადამიანია. 1981 წელს ის უკვე მილიონერი იყო, რაც, ფაქტობრივად, მამისგან მიიღო. მილიარდერი კი ბიზნესის გადაბარებიდან 13 წელიწადში, 1997 წელს გახდა.