მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ინვესტორი, რომელმაც ე.წ კორტების ტერიტორია იყიდა?

61b253d2b23df
ანუკა ჯოხაძე
10.12.21 00:13
2348
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიაზე, ჩატარებული აუქციონი დასრულდა და გამარჯვებული უკვე გამოვლენილია.

კალაძის ცნობით, ინვესტორი კომპანია, რომელიც ადგილზე 5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს შპს “კორტებია”. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “კორტები” 2021 წლის 17 ნოემბერსაა რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი დავით კოპაძეა.

საინვესტიციო ვალდებულებით, რომელიც ინვესტორმა თბილისის მერიისგან აიღო, შპს “კორტები” ვალდებულია ადგილზე არანაკლებ 3 ჩოგბურთის კორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის განმავლობაში მოაწყოს. ცნობისთვის, ე.წ კორტების ტერიტორია თბილისის მერიამ კერძო მფლობელისგან 2020 წლის თებერვალში დაიბრუნა. კომპანია “სიმეტრიას” ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.

რაც შეეხება გასხვისებას, მერიას კორტებთან დაკავშირებით აუქციონის ორჯერ გამოეცხადება მოუწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები