მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის კეტრინ კონოლი, რომელიც ირლანდიის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს?

ირლანდია

ირლანდიამ ახალი პრეზიდენტი აირჩია, ის 67 წლის კეტრინ კონოლია, რომელიც მემარცხენე პოლიტიკური ხედვებით არის ცნობილი.

გალვეიში დაბადებული კონოლი ფსიქოლოგი და იურისტია. ის მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდა ადგილობრივ თვითმმართველობაში, იყო გალვეის მერი, ხოლო 2016 წლიდან ირლანდიის პარლამენტის წევრია.

კონოლი ცნობილია სოციალური სამართლიანობის, ირლანდიის ნეიტრალიტეტისა და კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერით. იგი ხშირად აკრიტიკებს NATO-სა და ევროკავშირის სამხედრო პოლიტიკას და აქტიურად გამოდის პალესტინის მხარდასაჭერად. ამასთან, მას მიაჩნია, რომ ირლანდია გეოპოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალური უნდა იყოს და სამხედრო დახმარება არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუწიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის პრეზიდენტის როლი ძირითადად სიმბოლურია და აღმასრულებელი ძალაუფლება ექსკლუზიურად ქვეყნის მთავრობას ეკუთვნის, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონოლის არჩევა ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს შეცვლის და ის ამომრჩევლის პრეფერენციების ცვლილებაზე მიანიშნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები