მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ არის საქართველოში Eagle Hills-ის პროექტის გენერალური დირექტორი

Eagle Hills

საჯარო რეესტრმა "Eagle Hills საქართველოს" მოთხოვნა სარეგისტრაციო მონაცემების განახლების თაობაზე დააკმაყოფილა. რეესტრში კომპანიის განახლებული ამონაწერი უკვე აიტვირთა.

Eagle Hills-მა 18 ნოემბერს საჯარო რეესტრს კომპანიის სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მიმართა. წარდგენილი ცვლილებებით აღნიშნული იყო კომპანიის კაპიტალის ცვლილება და A და B კლასის წილების გამოშვება. თუმცა, 19 ნოემბერს, საჯარო რეესტრმა მიუთითა, რომ დოკუმენტით მოთხოვნილი ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნასთან მოდიოდა წინააღმდეგობაში და კომპანიას 30-დღიანი ვადა მისცა, რათა დოკუმენტაცია განეახლებინა.

კომპანიამ რეესტრის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დღეს შუადღეს განახლებული სადამფუძნებლო შეთანხმება საჯარო რეესტრს გაუგზავნა.

დღეს წარდგენილი განახლებული სადამფუძნებლო შეთანხმებით, კომპანიის კაპიტალის სტრუქტურა ასეთი იქნება:

  • ნებადართული წილები: საზოგადოებას აქვს 1 000 ცალი ნებადართული B კლასის წილი 8 კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს;
  • ნებადართული კაპიტალი: 11 000 ლარი;
  • წილების კლასები: საზოგადოებას აქვს განთავსებული A კლასის და ნებადართული B კლასის წილები. A კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. B კლასის ერთი წილის ნომინალური ღირებულება შეადგენს 1 ლარს. საზოგადოებას აქვს 10 000 ცალი განთავსებული A კლასის წილი საზოგადოებას B კლასის წილები არ განუთავსებია.
  • განთავსებული კაპიტალი: საზოგადოების განთავსებული კაპიტალი შეადგენს 10 000 ლარს.

გენერალური დირექტორის შესახებ

"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.

ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი Eagle Hills-ის პროექტებში მენეჯერის პოსტს საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებშიც იკავებს. ის არის მონტენეგროში Eagle Hills-ის შვილობილი კომპანიის გენერალური დირექტორიც. აღნიშნული კომპანია 2025 წლის 6 მარტს დაფუძნდა.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები