შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობა დავით ფაჩულიამ დატოვა და მის ადგილს გიორგი პაპავა დაიკავებს. საკადრო ცვლილებების შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ვინ არის გიორგი პაპავა?
გიორგი პაპავა 1986 წელს დაიბადა. 2003-2008 წლებში, იურიდიული განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას:
- 2022 - 2024 წწ. - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდი - დირექტორი;
- 2017 - 2022 წწ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრი;
- 2016 - 2017 წწ. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ - გენერალური დირექტორის მოადგილე;
- 2016 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
- 2014 –2016 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი - დირექტორის მოადგილე;
- 2010 – 2014 წწ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე - საფინანსო სამსახურის შესყიდვების მენეჯერი, პერიოდულად საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- 2007 – 2009 წწ. სს „გუდაური“ - შესყიდვების მენეჯერი;
- 2005 – 2007 წწ. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
აღსანიშნავია, რომ გარდა შპს „თბილსერვის ჯგუფისა“, საკადრო ცვლილება მოხდა თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის თანამდებობაზე. თბილისის განვითარების ფონდს თამაზ ალიბეგაშვილი უხელმძღვანელებს.