საქართველოს "კრისტალბეთ" ეროვნული ლიგას UEFA-ს კოეფიციენტით 4875 ქულა აქვს და 55 ქვეყნიდან ჩემპიონატის რეიტინგით 50-ე ადგილს იკავებს. სატრანსფერო პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით მთლიანი ჩემპიონატის ფეხბურთელების (272 მოთამაშე) ღირებულება €37,53 მილიონს აღწევს. 272 მოთამაშიდან 75 ანუ 27,6% უცხოელი ფეხბურთელები არიან.
ჩემპიონატის უძვირფასესი მოთამაშე კი "დინამო თბილისის" 16 წლის მცველი საბა ხარებაშვილია, რომელიც €1,2 მილიონადაა შეფასებული. საბამ სულ ახლახან ფარერების ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა, რითაც ის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი გახდა საქართველოს ისტორიაში. ამავდროულად ის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ისტორიაშიც კი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ამ ტურნირზე ოდესმე უთამაშია, რა დროსაც მხოლოდ 15 წლისა და 10 თვის იყო. სხვადასხვა გამოცემის ცნობით მისი დამატებით მადრიდის "რეალი" და "ლივერპული ინტერესდებიან.
რეიტინგში მეორე ადგილს აწ უკვე "ნიუკასლის" ნახევარმცველი ვახტანგ სალია იკავებს, რომელიც ეროვნულ ლიგაში ასპარეზობისას €800 ათასად იყო შეფასებული.
რაც შეეხება კლუბებს, Transfermarkt-ის მიხედვით ყველაზე ძვირად €7,4 მილიონად თბილისის "დინამოა" შეფასებული, სამეულს კი ქუთაისის "ტორპედო" და "იბერია" ხურავენ, შესაბამისად €5,88 და €5,6 მილიონად.