პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის ორი კანდიდატი ოფიციალურად დაასახელა. მისი თქმით, ერთ-ერთ ვარიანტად ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, კევინ ჰასეთი განიხილება. რაც შეეხება მეორე კანდიდატს, საუბარია ფედერალური რეზერვების ბორდის ყოფილ წევრზე, კევინ ვარშზე. ახლა უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი 2026 წლის მაისიდან ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ჯერომ პაუელს ჩაანაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ ჰასეტი და ვარში ტრამპის ხედვებს იზიარებენ და, სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთსაც დიდი წინააღმდეგობის გარეშე დასწევენ.
ფედერალური რეზერვების ხელმძღვანელობის კანდიდატების გარდა ტრამპი ბანკის აღმასრულებელი ბორდის ახლახან გადამდგარი წევრის, ადრიანა კაგლერის ჩამნაცვლებელსაც მალე დაასახელებს, თუმცა ზუსტად როდის მოხდება ეს, უცნობია.




























