UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც ერთმანეთს მილანის ინტერი და პარიზული პსჟ დაუპირისპირდნენ გამარჯვება სწორედ ამ უკანასკნელს დარჩა. ფრანგებმა ანგარიშით 5-0 იმარჯვეს და ისტორიაში პირველად ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ საკლუბო თასს დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს ფლანგის შემტევი დეზირე დუე დასახელდა, რომელიც გახდა მეექვსე მოთამაშე ისტორიაში და მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 19 წლისა და 362 დღის ასაკში, ვინც ფინალში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ამავდროულად ის არის პირველი ფეხბურთელი ვინც ფინალში უშუალოდ სამ გოლში მიიღო მონაწილეობა (2 გოლს + საგოლე გადაცემა).
ნათამაშები ფინალის შემდეგ სატრანსფერო პორტალ ტრანსფერმარკტ-ზე დუე გახდა ყველაზე მონახულებადი მოთამაშე და დიდია იმის ალბათობაც, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება, რომელიც ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს მნიშვნელოვნად გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ ფინალურ შეხვედრაში რიგით მეოთხე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა და ამ მიღწევით გახდა პირველი ქართველი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეძლო გოლის გატანა.




























