მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ დატოვებს და ვინ შეინარჩუნებს თანამდებობას ზელენსკის განახლებულ სამთავრობო კაბინეტში?

უკრაინა
BM. GE
15.07.25 19:55
232

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამთავრობო ცვლილების განხორციელება დაიწყო. მან მოქმედი ეკონომიკის მინისტრი და “მინერალების შეთანხმების” არქიტექტორი, იულია სვირიდენკო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

სვირიდენკო პოსტზე დენის შმიგალს ჩაანაცვლებს. თავად მოქმედი პრემიერ-მინისტრი თავდაცვის სამინისტროს ჩაიბარებს. რაც შეეხება რუსტემ უმეროვს, რომელიც თავდაცვის მინისტრის პოსტს 2023 წლიდან იკავებდა, სამთავრობო კაბინეტს დატოვებს და დიდი ალბათობით, შტატებში უკრაინის ელჩად დაინიშნება.

მედია წერს, რომ “მინერალების შეთანხმების” შემოქმედის პრემიერ-მინისტრად წარდგენით ზელენსკის ტრამპის ადმინისტრაციასთან მეტად დაახლოება და თანამშრომლობის გაუმჯობესება სურს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები