მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ ფლობს რუსულ ავიაკომპანიებს, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ?

azimuth

რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების განახლებიდან ორი წლის შემდეგ, საქართველოში ისევ ორი რუსული კომპანია Red wings-ი და Azimuth-ი დაფრინავენ. რუსული ავიაკომპანიები ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან - თბილისიდან, ბათუმიდან და ქუთაისიდან ასრულებენ ფრენებს. ფრენებზე ნებართვის გაცემამდე საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ მნიშვნელოვანი იყო ქვეყანაში სანქცირებულ რუსულ კომპანიებს ან ბორტებს არ ეფრინათ, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა მეორადი სანქციების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა.

თუმცა, Red Wings-მა საქართველოში ფრენებზე ნებართვა 2023 წლის მაისში მიიღო მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის მიმართულებით. კომპანია 1999 წელს არის დაფუძნებული და მათი ვებგვერდის მიხედვით, ათ ყველაზე მსხვილ რუსულ ავიაკომპანიაში შედიან. ჯამში, კომპანიას 24 ხომალდი ჰყავს, მათ შორი არის Airbus-სა და Boeing-ის მიერ წარმოებული, ასევე რუსული წარმოების ხომალდები. Red Wings-ი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში ბაზირებს. ავიაკომპანიის მფლობელი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Ростех-ია, რომელმაც კომპანია Авиакапитал-Сервис-ს გადასცა მართვაში. კომპანიას ვლადიმირ კამინინი ხელმძღვანელობს. Ростех-ი არაერთი მიმართულებით საქმიანობს, იქნება ეს თავდაცვის ინდუსტრია, ავიაცია, ტექნოლოგიები.

რაც შეეხება Azimuth Airlines-ს, 2017 წელს დაფუძნებულია. როგორც კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, ავიაკომპანიის ძირითადი ფლოტი რუსული წარმოების Sukhoi Superjet-ებია. კომპანიის დამფუძნებელი ვიტალი ვანცევია, რომელიც ამავე დროს ერთ-ერთი მფლობელია მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტისა. ის მანამდე აეროპორტსაც ხელმძღვანელობდა, შემდეგ დირექტორთა საბჭოში გადაინაცვლა.

შეგახსენებთ, 2023 წლის მაისში ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვები მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმდა სავიზო რეჟიმიც.

ცნობისთვის, 2024 წელს რუსულმა ავიაკომპანიებმა ქართულ საავიაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს. ორ რუსულ კომპანიას ჯამში ბაზრის 8%-ზე მეტი უკავია. ქართული საავიაციო ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, შარშან რუსული ავიაკომპანიები ჯამში 624 154 მგზავრს მოემსახურნენ. აქედან Red Wings - 333 010; ხოლო Azimuth - 291 144 მგზავრს. 2023 წელს რუსული ავიაკომპანიების წილი ქართულ საავიაციო ბაზარზე მხოლოდ 3% იყო და 127 ათასი მგზავრი ჰყავდათ გადაყვანილი. შესაბამისად, 2024 წელს შედეგი მნიშვნელოვნად აქვთ გაუმჯობესებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები