სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, აზერბაიჯანის რკინიგზებისა და შპს “მარაბდა - კარწახის რკინიგზის” შვილობილი კომპანიების მიერ შეიქმნება ბაქო-თბილისი-ყარსის მმართველი კომპანია. ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.
"საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დადებული საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულების მიხედვით, ერთობლივი საწარმო, რომელიც რომელიც მარაბდა - ახალქალაქის ინფრასტრუქტურის ერთობლივ მართვას განახორციელებს, შეიქმნება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, აზერბაიჯანის რკინიგზებისა და შპს “მარაბდა - კარწახის რკინიგზის” შვილობილი კომპანიების მიერ. ორ ქვეყანას შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია შესაბამისი იურიდიული პროცედურები", - წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ოპერირებისთვის აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივ კომპანიას უახლოეს პერიოდში რომ დააფუძნებენ, ამის შესახებ მედიას „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა როვშან რუსტამოვმა განუცხადა. რა სახის იქნება კომპანია, ვინ იქნება მმართველი, რა ეტაპზეა საკითხზე მუშაობა, BMG-იმ საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტს ჰკითხა, თუმცა მათი თქმით, ეს მათი კომპეტენცია არ არის, რის შემდეგაც ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით, თუმცა კონკრეტული დროის შესახებ, როდის ამოქმედდება ახალი კომპანია ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის გაფართოებისა და სარემონტო სამუშაოები შუა დერეფნის კრიტიკულ სეგმენტში დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ წარმატებით დასრულდა 95% სარემონტო, რეკონსტრუქცია და სამშენებლო სამუშაოებია სარკინიგზო ხაზის 183 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც გადის საქართველოს კომპლექსის გეოგრაფიულ რელიეფში. სარკინიგზო ხაზის მოდერნიზების პირველადი მიზანი, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მარშრუტზე ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის მოზიდვაა.