მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ იქნება Walt Disney-ის ახალი დირექტორი?

დ'ამარო

The Walt Disney Company-ის ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება, CEO-ს თანამდებობაზე ბობ აიგერს 55 წლის ჯოშ დ’ამარო ჩაანაცვლებს, რომელიც აქამდე კომპანიის თემატური პარკებისა და პროდუქტების განყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ექსპერტების შეფასებით, დ’ამაროს დაწინაურება ლოგიკური გადაწყვეტილება იყო, რადგან მისი მმართველობის პერიოდში გასართობმა პარკებმა რეკორდული შემოსავლები მოიტანეს და პოსტპანდემიურ პერიოდში კომპანიის ყველაზე სტაბილურ დასაყრდენად იქცნენ.

როგორც ცნობილია 74 წლის ბობ აიგერი, რომელიც თანამედროვე Disney-ის არქიტექტორად ითვლება, თანამდებობას ეტაპობრივად დატოვებს და აღმასრულებელი რგოლიდან სამეთვალყურეო საბჭოში გადაინაცვლებს. ცნობისთვის გეტყვით, აიგერი პენსიიდან 2022 წელს დაბრუნდა, როდესაც Disney მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა და სამეთვალყურეო საბჭოს ვეტერანი CEO-ს დახმარება დასჭირდა. როგორც ჩანს, ახლა კომპანიის შიგნით ვითარება სტაბილურია, ამიტომ აიგერს აქტიური მენეჯმენტიდან გასვლა და მართვის სადავეების გადაბარება სურს.

კომპანიის განცხადებით, დ’ამაროს მთავარი გამოწვევა სტრიმინგ პლატფორმების განვითარება და ტრადიციული კინოწარმოების ახალ რეალობასთან მორგება იქნება, განსაკუთრებით კონკურენტების გააქტიურების ფონზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები