კოალიცია „ლელო - ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი შარაშიძემ დაასახელეს.
“ლელო - ძლიერი საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1.მთაწმინდა - ლანა გალდავა;
2. ვაკე - ტრადიციული ნაწილი - ვახტანგ სურგულაძე;
3. საბურთალო - ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა - რამაზ მანდარია;
4. კრწანისი - თამარ ბოყოველი;
5. ისანი - ვაზისუბანი - გიორგი სიორიძე;
6. სამგორი - ვარკეთილი - ნინო ქათამაძე;
7. სამგორი - მე-3 მასივი, ზემო პლატო - გულიკო ზუმბაძე;
8. დიდუბე - წერეთელი - ბექა ბერიძიშვილი;
9. ნაძალადევი ნახალოვკა - ნიკა ჩერქეზიშვილი;
10. ნაძალადევი - სანზონა - ქეთევან თურაზაშვილი;
11. გლდანი - ავჭალა, ზაჰესი - გიორგი რეხვიაშვილი;
12. გლდანი - კენტები - ჯუბა ლოლაძე;
13. გლდანი - მუხიანი - გრიგოლ გეგელია.
“გახარია საქართველოსთვის” მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
1. ზემო ვაკის ოლქი - ზაზა თავაძე;
2. კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი - სალომე კობალაძე;
3. დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი- როინ ქოჩორაშვილი;
4. ავლაბრის ოლქი - სოფო ხორგუანი;
5. ნავთლუღის ოლქი - ვიკა ფილფანი;
6. ქვემო სამგორის ოლქი - გიგა კაცია;
7. ზღვის უბნის ოლქი - ეკა უდესიანი;
8. ლილო ორხევის ოლქი - დაჯი კოვზირიძე;
9. ჩუღურეთის ოლქი - რუსუდან თევზაძე;
10. ლუწი მიკრორაიონების ოლქი - კოკა კობალაძე;
11. ლოტკინის ოლქი - ფიქრია გოგოლაძე;
12. დიღმის ოლქი - გიორგი შარაშიძე.
პარტიებმა „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე 18 აგვისტოს დაასახელეს.




























