მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იყიდა “ჩელსი”?

BM.GE
10.05.22 08:36
390
ტოდ ბოელი ლონდონის „ჩელსის“ ახალი მფლობელი გახდა. შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია კლუბის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. მათივე ცნობით, ამერიკელმა ბიზნესმენმა პარტნიორებთან ერთად „ჩელსი“ 4.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უშუალოდ კლუბის აქციების შეძენას მოხმარდება. როგორც ცნობილია, ეს თანხა გაყინულ საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება და მთლიანად ქველმოქმედებაში დაიხარჯება. მისი განკარგვა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ნებართვით იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება დარჩენილ 1.75 მილიარდ გირვანქა სტერლინგს, ეს თანხა „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონს, კლუბის აკადემიას, ქალთა გუნდსა და „ჩელსის“ ფონდის დაფინანსებას მოხმარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები