121 წლის წინ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ეკონომისტი, ჯონ ჰიქსი დაიბადა, რომელმაც ფართო საზოგადოებაში აღიარება იმ ფუნდამენტური წვლილით მოიპოვა, რომელიც თანამედროვე ეკონომიკურ თეორიაში შეიტანა.ნობელიანტმა ეკონომისტმა წარმატებით დააკავშირა კლასიკური და კეინსიანური ეკონომიკური იდეები და შექმნა მოდელები, რომლებიც დღესაც აქტიურად გამოიყენება ეკონომიკის თეორიულ თუ პრაქტიკულ სწავლებაში.


































