ამერიკელი მოსამართლე, ფრენკ კაპრიო, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სატელევიზიო გადაცემა “Caught in Providence”-ით (პროვიდენსის სასამართლოს საქმეები) გახდა, 20 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. სახელგანთქმული მოსამართლე ბოლო წლებში პანკრეასის კიბოს ებრძოდა.
ფრენკ კაპრიოს გარდაცვალების ამბავი ოჯახის წევრებმა მსოფლიოს, მოსამართლის სოციალური ქსელის გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით ამცნეს. იქამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოში კი თავად კაპრიო გამოჩნდა და გულშემატკივრებს ლოცვებში მოხსენიება სთხოვა.
ფრენკ კაპრიო როდ აილენდსის შტატში, ქალაქ პროვიდენსში, 1936 წელს დაიბადა. იურიდიული განათლების მიღების პარალელურად, ის სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა. წლების შემდეგ კი, 1985 წელს პროვიდენსის მუნიციპალური სასამართლოს მთავარ მოსამართლედ დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა კაპრიომ 2023 წელს, პენსიაზე გასვლის შემდეგ დატოვა.
ის კამერების თანდასწრებით განიხილავდა პროვიდენსის ოლქში მომხდარ სამართალდარღვევებს. პროვიდენსის მთავარი მოსამართლე პოპულარული მისი გამგები, გულკეთილი და სამართლიანი ბუნების გამო გახდა. ფრენკ კაპრიოს მონაწილეობით შექმნილმა გადაცემამ, საერთაშორისო აღიარებასთან ერთად, ემის არაერთი ნომინაცია მოიპოვა.




























