პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ის ჯგუფები დაასახელა, რომლებიც 6 თვეში დამატებით საშუალოდ 600-ლარიან დახმარებას მიიღებენ.
ესენი არიან: ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, აღნიშნულით ისარგებლებს დაახლოებით 70 ათასი ოჯახი, შესაბამისად 190 000 მოქალაქე. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით 45 მლნ ლარი დაიხარჯება.
დახმარებას მიიღებენ ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი. აღნიშნულ პარამეტრებს აკმაყოფილებს 130 ათასი მოქალაქე და პროექტისთვის 13 მლნ ლარი დაიხარჯება.
გახარიას განცხადებით, დაახლოებით 600- ლარიან დახმარებას მიიღებს ასევე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. აღნიშნულით ისარგებლებს დაახლოებით 40 ათასი მოქალაქე და ამ მიმართულებით 25 მლნ ლარი დაიხარჯება.




























