ინფლუენსერ-მარკეტინგულმა სააგენტო echolize-მა სოციალური პროექტი https://www.atsrili.ge/ შექმნა. ვებ-გვერდი, რომელიც მოქმედებაში გუშინ ჩაეშვა, უკვე ვაქცინირებულ მოქალაქეებს ატყობინებს, თუ რომელი კომპანია რა ფასდაკლებას სთავაზობს.
echolize-ის მარკეტინგის მენეჯერმა, ლიკა სადრაძემ bm.ge-ს უთხრა, რომ კომპანიებს ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსება სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ.
„საქართველოში უკვე არაერთი ბრენდი და კომპანიაა, რომელიც ვაქცინირებულ მოქალაქეებს ფასდაკლებებს სთავაზობს, თუმცა მათ შესახებ ინფორმაციების მოპოვება მხოლოდ შემთხვევით, სოციალური ქსელების მეშეობით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ერთიანი პლატფორმა, სადაც ვაქცინირებული ადამიანები სრულად ნახავენ ინფორმაციას, თუ რა აქციას სთავაზობს ესა თუ ის კომპანია“, - განაცხადა ლიკა სადრაძემ.
მისივე თქმით, პლატფორმას აქტიური კომუნიკაცია აქვს კომპანიებთან, რომ აქციების შემთხვევაში ინფორმაცია ვებ-გვერდზე განთავსდეს.
ლიკა სადრაძე მიიჩნევს, რომ სოციალური პროექტი კომპანიებს მეტად აქტიურებს გახდის ამ კუთხით, ხოლო ადამიანებს ვაქცინაციისთვის მცირე მოტივაციას მაინც გაუჩენს.
ვებ-გვერდზე რეკლამის განთავსების მსურველ კომპანიებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მისამართზე:[email protected]




























