მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ სად დაინფიცირდა? - 12 დეკემბრის COVID-გეოგრაფია

5fd46a7444f15
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 10:57
638
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 12 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 907 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 588 შემთხვევა, აჭარა-333, იმერეთი-599, ქვემო ქართლი-263, შიდა ქართლი-263, გურია-114, სამეგრელო - ზემო სვანეთი-299, კახეთი-243, მცხეთა-მთიანეთი-83, სამცხე-ჯავახეთი-94, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-28.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 995, საიდანაც, 6 817 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 925, აჭარაში-910, იმერეთში-1 377. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 165 პირი, მათ შორის, თბილისში-529, აჭარაში-151, იმერეთში-267. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-54, იმერეთში-59. 3 227 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 111-თბილისში, 1 506-აჭარაში, 307-იმერეთში. 20 951 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები