მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ სად დაინფიცირდა? - დღის Covid-რუკა

601506e23cf3b
ელენე გოგბერაშვილი
30.01.21 11:10
1038
მთავრობის ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 676 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა , ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 257 632-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 441 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 248 537-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 159 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 253 შემთხვევა, აჭარა - 44, იმერეთი - 139, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 47, მცხეთა-მთიანეთი - 14, სამცხე-ჯავახეთი -20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები