მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ სად დაინფიცირდა? – 18 ნოემბრის covid-გეოგრაფია

5fb4c834bc9e8
ინგა მურუსიძე
18.11.20 11:07
826
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა - 512, იმერეთი - 562, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

გარდა ამისა, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ბოლო 24 საათში 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ვირუსმა სულ 815 მოქალაქე იმსხვერპლა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები