მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის მიერ ტრილიონიანი ნიშნულის გადაკვეთის შემდეგ ამერიკულ საპროგნოზო ბაზარზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა, თუ ვინ შეიძლება გახდეს მსოფლიოს მეორე ან მესამე ტრილიონერი.
მათ შორის ყველაზე პოპულარულ პლატფორმა Kalshi-ზე ტრეიდერები ფსონს დებენ, რომ რიგით მე-2 Meta-ს ხელმძღვანელი, მარკ ცუკერებერგი იქნება. მისი შანსები ამჟამად 32%-ითაა განსაზღვრული.
ცნობისთვის, Bloomberg-ის მონაცემებით, ბიზნესმენის ქონება ამჟამად $200 მილიარდს შეადგენს. შესაბამისად, მას ახალი სტატუსის მისაღებად კაპიტალის ოთხჯერ გაზრდა მოუწევს.
საპროგნოზო ბაზარზე არანაკლებ ფსონს დებენ მსოფლიოში უდიდესი კომპანიის, Nvidia-ს ხელმძღვანელის, ჯენსენ ჰუანგის გატრილიონერებაზე. კერძოდ, ამის ალბათობა ტრეიდერებს 21%-ით აქვთ განსაზღვრული. ცნობისთვის, მისი კაპიტალი უკვე $180 მილიარდს აჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი მიმდინარე წლის 12 ივნისს გახდა. ინვესტორმა ახალი სტატუსი კომპანია SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მოიპოვა.




























