მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ისრაელი

არაბული პარტიების მიერ მხარდაჭერის მიღების შემდეგ ოპოზიციის ლიდერი, გადი ეიზენკოტი ახალი მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება.

ქვეყნის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის მიერ მთავრობის ფორმირების მანდატის მინიჭების შემდეგ, მან აქტიურად დაიწყო მოკავშირეებთან და პოტენციურ პარტნიორებთან მოლაპარაკებები.

ამჟამად, ცენტრისტული და მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების ლიდერები საკვანძო მინისტრთა პორტფელების განაწილებაზე მსჯელობენ. როგორც ირკვევა, კოალიციური მთავრობის ცენტრალურ ფიგურად თავად პარტია Yashar-ის თავმჯდომარე, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გადი ეიზენკოტი განიხილება.

ამასთან, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესში გაჟღერდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის სახელიც, რომელიც ცენტრისტულ-მემარჯვენე ფლანგის მთავარ გამაერთიანებლად მიიჩნევა. მას თავდაცვის ან საგარეო საქმეთა უწყებების ჩაბარებას, ან პრემიერ-მინისტრის პოსტის როტაციულ მოდელს სთავაზობენ.

თავის მხრივ, კიდევ ერთი ყოფილი პრემიერის და ლიბერალურ-ცენტრისტული ბანაკის ლიდერის, Yesh Atid-ის ხელმძღვანელის, იაირ ლაპიდის შემთხვევაში, მოლაპარაკებების მაგიდაზე საგარეო საქმეთა ან ეკონომიკის სამინისტროების ხელმძღვანელობა, ასევე ქნესეთის თავმჯდომარის პოსტი დევს.

რაც შეეხება კოალიციის დანარჩენ პარტნიორებს, პარტია Yisrael Beiteinu-ს თავმჯდომარე ავიგდორ ლიბერმანი ფინანსთა ან თავდაცვის მინისტრის პორტფელს ითხოვს. ლიბერმანი უსაფრთხოების გაძლიერებასთან ერთად, სახელმწიფოსა და რელიგიის საკითხებზე მკაცრი პირობების შემოღებას, მათ შორის საყოველთაო სამხედრო გაწვევის გავრცელებას ემხრობა.

პარალელურად, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე იაირ გოლანი საზოგადოებრივი უსაფრთხოების, განათლების ან იუსტიციის მინისტრის პოსტზე განიხილება.

უცნობია, როგორი იქნება პორტფელების გადანაწილება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები