დიდი ხანია, რაც ბიტკოინი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ამჟამად ეს აქტივი 1 ტრილიონ 200 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის ზრდას განაგრძობს. ბიტკოინის შესახებ, ფუნდამენტურ დონეზე, ყველაფერი საჯარო და ცნობილია, რადგან მისი კოდის გადამოწმება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამ მიმართულებით, ბიტკოინი ყველაზე გამჭვირვალე მონეტარული პროექტია, რომელიც ოდესმე შექმნილა. მიუხედავად ამისა, მაინც არის ერთი საიდუმლო, რომელიც ბიტკოინის გარშემო არსებობს - ეს მის შემოქმედსა და ავტორს უკავშირდება. საზოგადოებისათვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ბიტკოინი ვინმე სატოში ნაკამოტომ შექმნა, თავად ამ ფსევდონიმის მიღმა კი ვინ დგას, არავინ იცის. ცოტა ხნის წინ, HBO-მ გადაწყვიტა, საუკუნის შეკითხვაზე პასუხი გაეცა და ამ საიდუმლოზე ფარდა აეხადა, უფრო ვრცლად სატოში ნაკამოტოს ვინაობის შესახებ.