მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ შეცვლის პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილს?

არჩილ გორდულაძე

მე-10 მოწვევის პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილს, არჩილ გორდულაძე ჩაანაცვლებს. ცაგარეიშვილი კი, ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე ინაცვლებს.

ინფორმაცია, რომ გორდულაძე დეპუტატი გახდება, bm.ge-ის პარტია "ქართულ ოცნებაში" დაუდასტურეს. გორდულაძე საკრებულოს მოქმედი წევრია და ფრაქცია "ქართული ოცნება" აპარატის უფროსი, მიწვეული სპეციალისტია. პროფესიით იურისტი, ამ დრომდე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრია.

რაც შეეხება მომავალი პარლამენტარის სამუშაო გამოცდილებას:

  • 2012 - 2016 - შპს. „ორბი-ალკო“ - იურისტი;
  • 14.03.2016 - 24.11.2016 - იურიდიული კომპანია “PLC” - ადვოკატი;
  • 2019 - 2020 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - მოწვეული ლექტორი;
  • 2016 - 2017 - საქართველოს პარლამენტი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის აპარატის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი;
  • 2018 - 2023 - საქართველოს პარლამენტი - ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის აპარატის უფროსი;
  • 2023 - დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი.

გორდულაძის სახელზე, სამეწარმეო საქმიანობა არც წარსულში და არ ამჟამად არ ფიქსირდება. გასულ თვეში შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, ჰყავს მეუღლე, თამთა კანთელაძე და ორი, არასრულწლოვანი შვილი.

კომპანიების გარდა, არჩილ გორდულაძე არ ფლობს არც მოძრავ და არც უძრავ ქონებას. მისმა მეუღლემ კი, გასულ 2023 წელს 3 საცხოვრებელი სახლი კრედიტით შეიძინა ევგენი მიქელაძის ქუჩაზე, რომლებიც ამჟამად გაქირავებულია და ოჯახი იჯარით მიღებულ შემოსავალს დეკლარაციაში უთითებს. თამთა კანთელაძე სამი კომპანიის იურისტი და 1 კომპანიის მთავარი იურისტია.

გორდულაძეს გასულ წელს პარლამენტში სახელფასო სარგოს სახით 50 587 ლარი აქვს მიღებული, საკრებულოში 27 336 ლარი, მერიაში მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრის რანგში კი, 5 949 ლარი. მისი მეუღლის 4 კომპანიაში მიღებული სახელფასო სარგო წლიურად 23 396 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები