მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინ ყიდულობს უძრავ ქონებას "გრანდ ავენიუ არქიში"? - შიო ხეცურიანის განმარტება

შიო ხეცურიანი

დეველოპერული კომპანია "არქის" ახალი მასშტაბური პროექტის, "გრანდ ავენიუს" გაყიდვების პირველ დღეს, პროექტის პრეზენტაციაზე, სულ რაღაც 5 საათში 644 ბინა გაიყიდა, რაც კომპანიისთვის ახალი რეკორდია. "არქის" გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა ისაუბრა BMG-სთან, თუ ვინ ყიდულობს უძრავ ქონებას "გრანდ ავენიუს" კომპლექსში.

"644 ბინა გაიყიდა პირველივე დღეს. ეს იყო აბსოლუტური რეკორდი საქართველოსთვის. მანამდე ასეთ ღონისძიებაზე 206 ბინა გვქონდა გაყიდული და ესეც რეკორდი იყო საქართველოსთვის, მაგრამ 644, ფაქტობრივად, მსოფლიოში გამორჩეული შედეგია. მყიდველებს შორის იყვნენ როგორც რეზიდენტები, ისე არარეზიდენტები, მათ შორის ქართველები და არაქართველები. მათ შორის ძალიან ბევრი ემიგრანტი ყიდულობს ჩვენთან და ასევე ძალიან სასიამოვნოა, როცა მყიდველებს შორის არიან ისრაელის და პოლონეთის მოქალაქეები.

30-დან 40%-მდე არის "არქელების" განმეორებითი წილი. კერძოდ, 30% არის რეინვესტირება, 40%-მდე არის კიდევ "არქელების" რეკომენდაციით მოსული ახალი სეგმენტი", - ამბობს შიო ხეცურიანი.

"არქის" გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ პრემიუმ პროექტების დაწყების შემდეგ, შეიცვალა მყიდველთა სეგმენტიც და უფრო მაღალმსყიდველობითუნარიანი ინვესტორები გაჩნდნენ.

"მას შემდეგ, რაც დავიწყეთ პრემიუმ პროექტები, ისეთი, როგორიც არის ქინგ თამარი, ასევე, როგორიც არის უნივერსი, სიონის პროექტი, ბათუმის პროექტი - გამოჩნდა ახალი სეგმენტი, უფრო შეძლებული, უფრო მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანები და დიდი რაოდენობის ქართველი ინვესტორები, რომლებიც ყიდულობდნენ უძრავ ქონებას. საკმაოდ დიდი იყო მათი წილი იმ 644 ბინაში", - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

დეველოპერულმა კომპანიამ მასშტაბური პროექტი „გრანდ ავენიუ“ საზოგადოებას 20 სექტემბერს წარუდგინა. ეს "არქის" ახალი, ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც დადიანის ქუჩაზე, დინამოს სტადიონთან ახლოს „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით შენდება. გრანდ ავენიუს პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა, რომელიც კომპლექსს წერეთლის გამზირთან დააკავშირებს. უმაღლესი დონის საცხოვრებელ და საოფისე სივრცეებთან ერთად, მოეწყობა უნიკალური ინფრასტრუქტურა: 75% გამწვანება და რეკრეაცია; საერთო სამუშაო სივრცეები; ღია და დახურული აუზები, სპა; პადელ-ცენტრი; მუზეუმი; 2500 კვ.მ სპორტ დარბაზი; გასტრონომიული ჰაბი - კაფეები, რესტორნები და საკვები ობიექტები; სპორტული მოედნები - ჩოგბურთის კორტები, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები; ველობილიკები; საბავშვო სივრცეები; სკოლა; საბავშვო ბაღი; ბავშვთა გასართობი ცენტრი; ბოულინგ კლუბი; რამდენიმე დონიანი პარკინგი.

გრანდ ავენიუ არქისგან მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა - ვეი იაპ ოიმ, ლანდშაფტის დიზაინერმა - ბობ ერლმა და Chapman Taylor-ის გენგეგმარების არქიტექტორებმა - იან დაიკემამ და ალვარო ალონსო მარტინესმა დააპროექტეს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობისას გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტის, უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური სამშენებლო მასალები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები