მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვინც ცენტზე ფიქრობს, დოლარს ვერ იშოვის" - თემურ ჭყონია

5eca1bb916a1c
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.20 11:00
4656
ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გადაცემა “Forbes კვირაში” სტუმრობისას ისაუბრა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველო ეკონომიკურად.

“ვინც ცენტზე ფიქრობს, დოლარს ვერ იშოვის”,- ამბობს ჭყონია და აღნიშნავს, რომ საჭიროა, გაბედული გეგმების მიზნად დასახვა და მათი მიყოლა. ბიზნესმენის თქმით, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის, რასაც საქართველო 30 წელია აკეთებს, არასწორია და საქართველო რეალურად ისევ იქ დგას, სადაც ადრე, ამასობაში კი უამრავმა ქვეყანამ გადაუსწრო განვითარებაში.

“ჩვენი მიზანი უნდა იყოს გეგმა, არა 4-წლიანი...პირველი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველო შეძლებულ ქვეყანად რომ იქცეს, სჭირდება 30%-იანი ზრდა. ოღონდ საშუალოდ კი არა...უნდა იყოს დიფერენცირებული. ვთქვათ, კვების მრეწველობაში x-პროცენტიანი ზრდა, ასევე მეტალურგიაში, სოფლის მეურნეობაში.

მაგალითად, სოფლის მეურნეობა 4%-ით რომ გაიზარდოს, არ გვეყოფა პომიდრვრის 4%-იანი ზრდა, რადგან ახლა 0 გვაქვს”,- აღნიშნავს ჭყონია.

მისივე შეფასებით, ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა იცოდეს, რომ რაც მეტ “რეგულაციის კედელს” დაანგრევს და გახდება არაპოპულარული, უკეთესია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები