მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა შემტევმა ვინისიუსმა პორტუგალიის მეორე ლიგის გუნდი “ალვერკა” შეიძინა. FIFA-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდის აქციათა ნაწილი 10 მილიონ ევროდ, ყოფილი მფლობელისგან, რიკარდო ვისინტინისგან გამოისყიდა და კლუბის მართვის საქმეებში აქტიურად ჩაერევა.
“ალვერკა” ამჟამად მეორე დივიზიონში 2 ქულით ჩამორჩება ცხრილის პირველადგილოსანს და აქტიურად იბრძვის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებისათვის. ვინისიუსი სულ მალე აპირებს ადგილზე ჩასვლას და გუნდის ბაზის მონახულებას, ფეხბურთელებთან გასაუბრებასა და იმ საჭიროებების შეფასებას, რაც კლუბისთვის არის აუცილებელი.
ცნობისთვის, ამ გარიგებით ვინისიუსი გახდება “რეალის” შემადგენლობიდან მეორე ფეხბურთელი ვინც ახალი კლუბი შეიძინა. გასულ წელს კილიან მბაპემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში მყოფი “კაენის” აქციები 20 მილიონ ევროდ შეისყიდა.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის დამატებით საუდის არაბეთში ინტერესდებიან, რომლებიც მზად არიან მას 5 წლიანი ერთი მილიარდის ღირებულების კონტრაქტი შესთავაზონ, ხოლო მადრიდელებს თავის მხრივ 300 მილიონი გადაუხადონ.




























