მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვინმემ შეიძლება ამიხსნას, რას ნიშნავს არალეგიტიმური ხელისუფლება?! - მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილი

"ოცნების" მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე "იმედის" ეთერში ისაუბრა. როგორც ყაველაშვილმა თქვა, მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს არალეგიტიმური მთავრობა.

მიხეილ ყაველაშვილი: მუდმივად არის აპელირება არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე… ვინმემ შეიძლება ამიხსნას, რას ნიშნავს არალეგიტიმური ხელისუფლება?! ლეგიტიმაციას ვინ აძლევს ხელისუფლებას?
ჟურნალისტი: ხალხი ცხადია...
მიხეილ ყაველაშვილი: ხო და, სად ჩანს ხალხის განწყობა, რომ ეს ხელისუფლება არალეგიტიმურია? ან რომელი ინსტიტუცია ვერ ფუნქციონირებს?! როგორ ცხოვრობს საქართველო დღეს - პირველ ადგილზე როგორ არის საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით?! როგორ არის ყველაზე გამჭვირვალე მთავრობა ევროპაში ჩვენი ხელისუფლების?! როგორ ხდება ეს ყველაფერი, თუ არალეგიტიმურია და არ ფუნქციონირებს და გაჩერებულია?!

ამასთან ერთად ყაველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას მხარი არჩევნებზე 800 000-მა ადამიანმა დაუჭირა, თუმცა ოპოზიცია თავის მომხრეებს მაინც "სიყალბეს ატენის"

"ინდექსებში, რომ მოწინავე პოზიციებზეა ჩვენი ქვეყანა, ეს ყველაფერი თავისით ხდება? ვინ ახორციელებს ამ ყველაფერს! და ეს სიყალბე რომელსაც თავის მომხრეებს ატენიან, ეს ხომ ოპოზიცია არ არის. 800 000-მა ადამიანმა მათ მხარი დაუჭირა, ორი მილიონ ორასი ათასი ადამიანი მონაწილეობდა არჩევნებში და იმ ადამიანებს არანაირი მისასვლელი არა აქვთ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები