მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vinted-ი: მეორადი ტანსაცმლის ევროპული ბაზარი $14 მილიარდაა შეფასებული

5de518c9b06d0
ნათია თაქთაქიშვილი
02.12.19 19:20
2114
მეორადი ტანსაცმლისთვის განკუთვნილი ელექტრონული კომერციის პლატფორმა Vinted-ი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ევროპაში. კომერციულმა პლატფორმამ უკვე შეძლო 140 მილიონი აშშ დოლარის (128 მილიონი ევრო) შემოსავალის მიღება, თავად პლატფორმა კი, 1.1 მილიარდ დოლარად (1 მილიარდი ევრო) არის შეფასებული.

კომპანია, რომელიც 2008 წელს დაფუძნდა, მეორადი ტანსაცმლის გლობალურ ბაზარზე კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. Vinted-ის პლატფრომა 25 მილიონ წევრს აერთიანებს 12 ქვეყნიდან, მათ შორის საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, აშშ, ბელგია, ესპანეთი და სხვა. კომპანიაში 300 ადამიანია დასაქმებული.

Vinted-ი აცხადებს, რომ მეორადი ტანსაცმლის ევროპული ბაზარი ამჟამად 14 მილიარდ დოლარად (13 მილიარდი ევრო) არის შფასებული, ხოლო როგორც ანალიტიკური კომპანია GlobalData აღნიშნავს, მეორადი გაყიდვების ბაზრის ღირებულებამ შეიძლება 51 მილიარდ დოლარს მიაღწიოს 2023 წლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები