ვინც გადალახავს გეოგრაფიულ საზღვარს, ის იწყებს ომს… მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა ოცნებამ დაივიწყა - ასე უპასუხა პრეზიდენტმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას, ისევ იმეორებს თუ არა თავის 2018 წლის პოზიციას და "დავიწყეთ თუ არა ჩვენ ომი".
ჟურნალისტმა პრეზიდენტს უთხრა, რომ ამის გამო "ოცნების" ბევრ მომხრესაც კი, იმდენად გაუჭირდა მისთვის ხმის მიცემა, რომ ბილბორდებზე ბიძინა ივანიშვილის ფოტოების გაკვრა გახდა საჭირო.
"ის ნათქვამი, რაც ჩვენ წაიკითხეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ ომი. ან ისტორია უნდა იცოდეთ, ან გეოგრაფია, გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც გადალახავს საერთაშორისო საზღვარს, ის არის ის, ვინც იწყებს ომს. აქ იყო ლაპარაკი სხვა რამეზე, შიდა პოლიტიკაზე, იმ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ჩაიდინა, მაგრამ ამაზე ოცნებამ არ დაიწყო არანაირი გამოძიება, სულ სხვა რამეზე დაიწყო, პიჯაკებზე და სხვა რაღაცებზე, თუ რა მოხდა კოდორის ხეობაში, რა მოხდა ცხინვალში, მაგრამ ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ, როგორც დაიწყო უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვა რამეა, ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ეხება ისტორიას და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეთ, ყველამ უნდა გაიგოს და არ უნდა ავრიოთ ცნებები და პრინციპები. პრინციპია ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა ოცნებამ, როგორც ჩანს, დაივიწყა", - თქვა პრეზიდენტმა.