ვინც "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტი არ უნდა მიიღონ - ამის შესახებ პრემიერმა მედიის კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძე თვლის, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ იმ არასამთავრობოებმა უნდა გაიზიარონ, ვინც კანონს ემორჩილება.
პრემიერის თქმით, მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფუძნდეს საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
" ვინც არ დარეგისტრირდა, არც უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და აწი იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
ეს ინიციატივა უნდა გაიზიარონ იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონის და სამართლის უზენაესობას. ეს არის ჩვენი ინტერესი", - განაცხადა პრემიერმა.