ორშაბათს, გერმანიის ქალაქ შტუტგარტში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი ავარიაში მოყვა. როგორც უცხოური მედია წერს, შემთხვევის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
თავად ორბანი უბედური შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
უნგრეთის პრემიერი გერმანიაში Euro 2024-ზე დასასწრებად იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მისი ესკორტი აეროპორტისკენ მიდიოდა.